ახალი ფირფიტები
ბრიტანეთიდან !
მუსიკალური ვინილის ფირფიტების ინტერნეტ მაღაზია. ქართული და უცხოური წარმოების ფირები. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ორიგინალი პრესის საკოლექციო ვინტაჟური გრამფირფიტები, ან როგორც საბჭოთა კავშირის დროს უწოდებდნენ „პლასტინკები“ კერძო კოლექციონერებისგან. შეგიძლიათ გაიცნოთ თანამედროვე არტისტები სრულიად ახალი “გაუხსნელი” ვინილებით ან რეტრო ჩანაწერების რემასტერებით. ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ სასაჩუქრე ფირფიტების ყიდვა თქვენი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, კოლეგებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ ჩვენი თანამშრომლები სრულიად უფასოდ გაგიწევენ კონსულტაციას და შეგარჩევინებენ ალბომს, რომელსაც თბილისში 1 (ერთი) საათის განმავლობაში მიიღებთ, ხოლო რეგიონებში მეორე-მესამე დღეს, სპეციალურად დაცული ამანათით. ჩვენს მაღაზიაში ასევე შესაძლებელია ფირფიტების ჩაბარება, როგორც ქართული, ასევე უცხოური ესტრადა ან კლასიკური ნაწარმოებები. თქვენს კოლექციას მაღალი დონის ექსპერტები შეაფასებენ და შესაბამის ფასს დაადგენენ. თუ თქვენთვის სასურველ ვინილს ქალაქში ვერ პოულობთ, ჩვენ შეგვიძლია ალბომის დაჩქარებული წესით ჩამოტანა წინასწარი შეკვეთით. ჩვენი გუნდის წევრები დაგეხმარებიან თქვენი ფირ-საკრავისთვის შესაბამისი ფირის შერჩევაში. იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი ვინტაჟური ვინილის ხარისხი არ მოგეწონებათ, ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ და თანხას სრულად აგინაზღაურებთ. გაიგეთ ქართული, საბჭოთა, ბულგარული ან სულაც უცხოური ორიგინალი და რეპრეს მუსიკალური ფირების ფასები ჩვენთან. თუ ხართ ნამდვილი მელომანი, ან უფრო სწორად – ვინილომანი, მაშინ ეს ვებ გვერდი თქვენთვის არის. გრამფირფიტა ხომ საუკეთესო საჩუქარია ყველა დღესასწაულზე, იქნება ეს შობა-ახალი წელი, სიყვარულის დღე, 8 მარტი, დედის ან მამის დღე და რაც მთავარია, ვინილი დაბადების დღის შეუცვლელი საჩუქარი და მისალოცია. არ დაგავიწყდეთ მუსიკალური ალბომი რეტრო ვინილზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როდესაც არ იცი რა აჩუქო …
